ლოს ანჯელესის მერის განცხადებით ქალაქში სპორტული ღონისძიებები 2021 წლამდე ვერ განახლდება [ვიდეო]

გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სხვადასხვა სპორტული ლიგების კომისარებთან მოლაპარაკება გამართა და სპორტის რაც შეიძლება მალე დაბრუნება დაანონსა. დღეს კი ლოს ანჯელესის მერი ერიკ გარჩეტი ტელეკომპანია „სი ენ ენ“-თან (CNN) საუბრის დროს აღნიშნავს, რომ 2021 წლამდე ლოს ანჯელესში ვერანაირი სპორტული ღონისძიება და სხვა სახის მასიური შეკრება ვერ გაიმართება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლოს ანჯელესის სხვადასხვა სახეობების სპორტული გუნდები სეზონის დასრულებას ვერ შეძლებენ (ამერიკული ფეხბურთი – „ჩარჯერსი“ და „რემსი“, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია – „ლეიკერსი“ და „კლიპერსი“, ბეისბოლი – „დოჯერსი“ და ასევე ნაციონალური ჰოკეის ლიგა – „კინგსი“).