ლოს ანჯელესის ცენტრალურ რაიონში, ქალაქის იმ ადგილში, სადაც აქციებია, კომენდანტის საათი გამოცხადდა
ლოს ანჯელესის ცენტრალურ რაიონში, ქალაქის იმ ადგილში, სადაც აქციებია, კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, კარენ ბასმა განაცხადა.
მერის თქმით, კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კარენ ბასის განმარტებით, ლოს ანჯელესის ცენტრის ტერიტორია, სადაც კომენდანტის საათი იმოქმედებს, ერთი კვადრატული მილია.
ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველას, ვინც კომენდანტის საათს დაარღვევს, დააკავებენ. ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ჯიმ მაკდონელმა განაცხადა, რომ სამშაბათს, აქციების დროს თითქმის 200 ადამიანი დააკავეს.