„ლორიენში“ დავითაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა - ფეხბურთელის ახალი კლუბი ისევ უცნობია #1TVSPORT
„ლორიენში“ დავითაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა - ფეხბურთელის ახალი კლუბი ისევ უცნობია #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა – ამის შესახებ „პოდკასტ ბათუმთან“ ბათუმის „დინამოს“ პრეს-სამსახურის უფროსმა, ბესი ჩიბურდანიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობის მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ შემტევ ნახევარმცველს საფრანგეთის ლიგა 1-ის „ლორიენი“ იწვევდა. ბესი ჩიბურდანიძემ ტრანსფერის ჩაშლის მიზეზებზე არ ისაუბრა. მაგრამ განაცხადა, რომ ტრანსფერზე ინფორმაცია მაშინ გავრცელდა, როდესაც ტრანსფერი უკვე ჩაშლილი იყო.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ დავითაშვილი ასევე ლიგა 1-ის გუნდი „კლერმონის“ ინტერესის სფეროში იყო. სად გააგრძელებს დავითაშვილი კარიერას, ჯერ უცნობია, მაგრამ მისით რამდნეიმე კლუბია დაინტერესებული და მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ამავე დროს, მან განაცხადა, რომ ირაკლი აზაროვი „ტრაბზონში“ იმიტომ არ გადავიდა, რომ წინასწარ შეთანხმებული 1,5 მილიონი ევროს ნაცვლად ადგილზე გაირკვა, რომ თურქული კლუბი მხოლოდ 500 ათასის გადახდას აპირებდა.

ბათუმის „დინამოს“ პრეს-სამსახურის უფროსმა არც ის დამალა, რომ ირაკლი აზაროვს ამერიკაში „კანზას სიტი“ იწვევდა, რომელიც სოლიდურ თანხას იხდიდა. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ფეხბურთელს და კლუბს სთხოვეს, რომ ნაკრების ინტერესიდან გამომდინარე, ამ წინადადებაზე უარი ეთქვათ.