ლორიას გარეშე - ქეცბაიას „ანორთოსისმა“ მოიგო და დაწინაურდა #1TVSPORT
ლორიას გარეშე - ქეცბაიას „ანორთოსისმა“ მოიგო და დაწინაურდა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე „პაფოსს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

„ანტონის პაპადოპულოს არენაზე“ გამართულ შეხვედრაში თემურ ქეცბაიამ სასტარტო შემადგენლობაში რამდენი ცვლილება შეიტანა გასული ხუთშაბათის შეხვედრის შემდეგ, რომელიც ფამაგუსტას გუნდმა კონფერენს ლიგაზე ესტონეთში ჩაატარა – ცხადია, ეს „ანორთოსისის“ მწვრთნელმა შედეგის და მოთამაშეთა დაღლილობის გამო გადაწყვიტა.

ფამაგუსტელთა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ „პაფოსთან“ საშინაო მატჩზე ქართველებიდან არჩევანი მხოლოდ ნიკა კაჭარავაზე შეაჩერა, რომელიც მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შეცვალა. გიორგი ლორია სათადარიგოებში იყო, ხოლო ნიკა ნინუა განაცხადშიც არ იყო.

ანგარიში პირველი ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, „ანორთოსისმა“ გახსნა – „პაფოსთან“ ანგარიში ნიკოლას კალცასმა თავური დარტყმით გახსნა. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ანორთოსისმა“ 3 ქულა მოიპოვა – 1:0.

ამ მოგებით თემურ ქეცბაიას გუნდმა 12 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე დაწინაურდა, მაგრამ ერთი მატჩი მარაგში აქვს და შეუძლია ქართველების „აპოელს“ (13) გადაასწროს და მეოთხე ადგილზე დაწინაურდეს.