ლორია კვიპროსის საუკეთესო მეკარის ტიტულის მოსაპოვებლად მხარდაჭერას ელის
კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიულმა გაერთიანებამ ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეთა კანდიდატებში გიორგი ლორიაც დაასახელა – ასოციაციის ოფიციალურმა გვერდმა გამოკითხვა უკვე დაიწყო და გულშემატკივრებმა ხმა სეზონის სამ საუკეთესო მეკარეს უნდა მისცენ.
მონაწილეთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ასეთია – მეკარეს სეზონში 12 თამაშზე მეტი უნდა ჰქონდეს ჩატარებული.
საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე კვიპროსის პროფესიულ ფეხბურთელთა ასოციაციამ მცირე ხნის წინ უკვე გამოარჩია. ორგანიზაციამ 2019/20 წლების ჩემპიონატის პირველი ეტაპის საუკეთესო მეკარე სეივების მიხედვით გამოავლინა, სადაც ლორიას მხარი გამოკითხულთა 47%-მა დაუჭირა.
გულშემატკივრებს ხმის მიცემა და გიორგი ლორიას მხარდაჭერა ამ ბმულზე შეუძლიათ – https://pasp.org.cy/goalkeepers/