ლორენს მერედიტი - ყველა ქართველი უნდა ამაყობდეს წარმატებით, რასაც მიაღწიეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ლორენს მერედიტი - ყველა ქართველი უნდა ამაყობდეს წარმატებით, რასაც მიაღწიეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საქართველოს საოცარი მოგზაურობა ჰქონდა გასული 30 წლის განმავლობაში, ყველა ქართველი უნდა ამაყობდეს იმ წარმატებით, რასაც მათ მიაღწიეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ლორენს მერედიტმა „ევოაქტივის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინკოფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლორენს მერედიტმა აღნიშნა, გასულ თვეებში იყო გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, მაგრამ მიხარია იმის ხილვა რომ 19 აპრილის შეთანხმება იძლევა სოლიდურ საფუძველს, რათა საქართველო რეფორმების გზაზე წინ წაიწიოს.

„ახლა მნიშვნელოვანია ამ არსებითი და მრავალპარტიული შეთანხმების შესრულება და მასზე დაყრდნობით საარჩევნო რეფორმის გატარება. შემდეგ ეტაპზე მთავარი გამოწვევა ცხადია იქნება მართლმსაჯულების რეფორმა. თუმცა, ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა შევხედოთ მიღწევებს. ჩემი აზრით ასოცირების შეთანხმება, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან გააფორმა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ დოკუმენტს, რაც კი მინახავს ევროკავშირის ურთიერთობებში მესამე ქვეყნებთან. მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი.

„კოვიდ-19“-ის პერიოდში ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან. გასულ გაზაფხულზე ჩვენ უპრეცედენტოდ სწრაფად ვიმუშავეთ, რათა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გადაგვემისამართებინა სხვადსხვა პროგრამებზე. ჩვენ მოვახდინეთ თითქმის 200 მილიონი ევროს მობილიზება, რომლიც მივმართეთ „კოვიდ-19“-თან საბრძოლველად. ახლა მნიშვნელოვანია აღდგენის პროცესი“, – განაცხადა ლოურენს მერედითმა.

მისივე თქმით, ქართველებს  ამბიციური ხედვები აქვთ, ევროკავშირის სურს თანამშრომლობის შეთავაზება ამ გზაზე.

„პოლიტიკური გამოწვევებით აღსავსე პერიდოში გამოვყოფდი კავშირების მნიშვნელობას, კერძოდ შავ ზღვას. შესაძლებელია, ფიზიკური კავშირების გამყარება. მათ შორის სატრანსპორტო კავშირების, როგორიცაა ბორანით მიმოსვლა, პორტების განახლება და ასევე ციფრული კავშირების დამტკიცება. ველოდები მაღალი დონის დიალოგს, რათა ეს თემები წინ წავწიოთ. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური აღდგენა. საქართველოს ეკონომიკის გულისცემას წარმოადგენს ასობით მცირე და საშუალო საწარმო, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა ევროპის ბიზნეს ასოციაცია, აძლიერებენ ასოცირების შეთანხმების პოტენციალს და აფართოებენ საქართველოს ექსპორტის შესაძლებლობებს. უკვე ვხედავთ ევროპულ ბაზარზე უგემრიელს ქართულ თაფლს, ხილს, კენკრას, კივის. თუმცა საქართველოს საკვების ექსპორტის გასაზრდელად სხვა შესაძლებლობებიც აქვს“, – განაცხადა მერედიტმა.