ლონდონში უცნობმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა
ლონდონში უცნობმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

ლონდონში უცნობმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა.

სამართალდამცავების ცნობით, მომხდარი ტერორიზმთან არის დაკავშირებული.

ინციდენტი ლონდონის სამხრეთ ნაწილში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. ამ დროისთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.