ლონდონში, ტოტენჰემში 17 წლის გოგოს ცეცხლი გაუხსნეს
ლონდონში, ტოტენჰემში 17 წლის გოგოს ცეცხლი გაუხსნეს

ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, ტოტენჰემის დასახლებაში 17 წლის გოგოს ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ორშაბათს კიდევ ერთი შემთხვევა უოლტამსთოუში მოხდა. 16 წლის ბიჭი საავადმყოფოში ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი მოზარდი, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. სამართალდამცველების თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, აქვთ თუ არა კავშირი ტოტენჰემისა და უილტამსთოუს ინციდენტებს ერთმანეთთან.

პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.