ლონდონში პოლიციის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა
ლონდონში პოლიციის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა

ლონდონში პოლიციის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

საპროტესტო მსვლელობაში ლონდონის ცენტრში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ანალოგიური დემონსტრაციები გაიმართა ინგლისისა და უელსის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბრისტოლში, სადაც მარტში რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც „როიტერი“ წერს, მთავრობის მიერი ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიციის უფლებამოსილების გაზრდას ისეთის არაძალადობრივი საპროტესტო აქციის დასაბლოკოდ, რომლებსაც საზოგადოებისა ან პარლამენტისთვის “ხელისშემშლელი ეფექტი აქვთ”. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ახალ კანონპროექტი მიმართულია ეკოაქტივისტების ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც აქციების დროს ხიდებს და სხვა ობიექტებს ბლოკავენ.

საკანონმდებლო ინიციატივის ორგანიზატორები კანონპროექტს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აფასებენ.