ლონდონში მეტროსადგურზე „ვიქტორია“ ევაკუაცია გამოცხადდა

16:49, 20.03.2018

ლონდონში მეტროსადგურზე „ვიქტორია“ სახანძრო სიგნალიზაციის ამოქმედების გამო, ევაკუაცია გამოცხადდა.

ადგილზე მობილიზებული სამაშველო სამსახური და სამართალდამცველები ვითარებაში გარკვევას ცდილობენ.

თვითმხილველთა განცხადებით, მეტროსადგურში დამწვრის სუნი  იგრძნობოდა. სადგურის მუშაობა დროებით შეჩერებულია.

მსგავსი