ლონდონში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული დემონსტრაციის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული დემონსტრაციის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ლონდონში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დაკავებების მიზეზი აქტივისტების მიერ ქალაქის ბლოკირების მცდელობა იყო. დემონსტრანტებმა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზები გადაკეტეს, რის გამოც ქალაქის გარკვეული ნაწილის პარალიზება მოხდა. საერთო ჯამში გაფიცვა 500 ათას ადამიანზე უარყოფითად აისახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამჟამად ყველა დაკავებული წინასწარი დაკითხვის იზოლატორში იმყოფება.

ლონდონის მერის, სადიკ ხანის განმარტებით, ის აქტივისტების შეხედულებას იზიარებს, თუმცა პროტესტის გამოსახატად ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება გამოსავალი არ არის. სადიკ ხანმა ისიც აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საკუთარი ავტომობილებით არ გადაადგილდება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა გაცილებით მარტივი იქნება.