ლონდონში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილსა და რასობრივ უთანასწორობას აპროტესტებენ
ლონდონში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილსა და რასობრივ უთანასწორობას აპროტესტებენ

ლონდონში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილსა და რასობრივ უთანასწორობას აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ჰაიდ პარკში შეიკრიბნენ.

ორგანიზატორებმა მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, სოციალური დისტანცია დაიცვან.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი, მინეაპოლისში, 25 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის პოლიციელის მხრიდან კისრის არეში დაწოლის შედეგად დაიღუპა.

ფლოიდის სიკვდილმა აშშ-ში საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლებიც მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა. რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა ევროპაშიც. მათ შორის ბერლინში, პარიზსა და ამსტერდამში.