ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე ისრაელის მხარდასაჭერ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმიდან ზუსტად 100 დღე გავიდა. მათ ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს.
„ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ და ხაზი გავუსვათ იმ 130 ადამიანის მდგომარეობას, რომლებიც ასი დღეა, მძევლები არიან. ჩვენ გვსურს მათი სახლებში დაბრუნება“, – აღნიშნა აქციის მონაწილემ.
აქციაზე შეკრებილებს დისტანციურად ისრაელის პრეზიდენტმაც მიმართა.
„ეს ბრძოლა ეკუთვნის მთელ თავისუფალ სამყაროს“, – განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.
მედიის ცნობით, ღონისძიებაზე უსაფრთხოება კარგად იყო დაცული.