ლონდონში აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა

09:27, 03.05.2018

ლონდონში ებრაელების ტრადიციულ, ლაგ ბაომერის დღესასწაულზე, აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების მიზეზებად განიხილავენ დანთებულ კოცონში ადვილად აალებადი ნივთიერების მოხვედრასა და ცეცხლში ჩავარდნილი მობილური ტელეფონის აფეთქებას.

10 დაშავებული სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენებს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

მსგავსი