ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, სკრიპალი და მისი ქალიშვილი საკუთარ სახლში მოწამლეს
ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, სკრიპალი და მისი ქალიშვილი საკუთარ სახლში მოწამლეს

სკოტლანდ იარდის კონტრტერორისტული განყოფილების გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ რუსი ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი საკუთარ სახლში მოწამლეს.

კრიმინალისტურმა და სამედიცინო კვლევებმა დაადგინა, რომ მომწამლავი ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სკრიპალების სახლის შესასვლელ კართან იყო“, – დასკვნის შესახებ ლონდონის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ბრიტანეთის მხარდასაჭერად რუსი დიპლომატები კიდევ 30-ზე მეტი ქვეყნიდან გააძევეს.

მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და სკრიპალების მოწამვლასთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს. რაც შეეხება დიპლომატების გაძევებას, კრემლმა პასუხად რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.

დატოვე კომენტარი