ლონდონის მერი - დონალდ ტრამპი რასისტი, სექსისტი, ქალთმოძულე და ისლამოფობია 
ლონდონის მერი - დონალდ ტრამპი რასისტი, სექსისტი, ქალთმოძულე და ისლამოფობია 

დონალდ ტრამპი „რასისტი, სექსისტი, ქალთმოძულე და ისლამოფობია“, – ასე ეხმაურება ლონდონის მერი სადიქ ხანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაერო-ში გაკეთებულ განცხადებას.

გაერო-ს ტრიბუნიდან დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ლონდონს საშინელი მერი ჰყავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ლონდონის ხელმძღვანელობას შარიათის კანონმდებლობაზე გადასვლა სურს, თუმცა არაფერი გამოუვათ.