ლონდონის „ჩელსიმ“ ზაფხულის პირველი ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსიმ“ 2024 წლის ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეასრულა. ინგლისური გუნდის რიგებში ტოსინ ადერაბაიო ჩაირიცხა.
26 წლის ინგლისელი მცველი „ჩელსიმ“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. ფეხბურთელს 30 ივნისს პრემიერლიგის ბინადარ „ფულემთან“ კონტრაქტი ეწურება და ახალ გუნდს სწორედ ამის შემდეგ შეუერთდება.
ადერაბაიო ლონდონური გუნდის ახალი მწვრთნელის, იტალიელი ენცო მარესკას პირველი შენაძენია. მისი დამატებით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ნიუკასლიც“ ინტერესდებოდნენ, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი „ჩელსიზე“ უკეთესი პირობების გამო შეაჩერა.
„ძალიან ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველი, როდის დავეხმარები გუნდს“, – განაცხადა ადერაბაიომ.
ინგლისის პრემიერლიგის კლუბებისთვის სატრანსფერო „ფანჯარა“ ოფიციალურად 14 ივნისს გაიხსნება და 30 აგვისტოს დაიხურება.