ლონდონის „არსენალს“ მარტინ ოდეგორი დეკემბრამდე ვერ დაეხმარება #1TVSPORT
„არსენალისა“ და ნორვეგიის ნაკრების კაპიტანი მარტინ ოდეგორი მოედანზე დეკემბრამდე ვერ დაბრუნდება. ფეხბურთელის ტრავმა იმაზე მძიმე გამოდგა, ვიდრე ელოდნენ.
ოდეგორმა დაზიანება სექტემბრის სანაკრებო შესვენების დროს მიიღო და თავდაპირველი ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესის დასრულებას ოქტომბრის ბოლოს ელოდნენ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.
25 წლის ფეხბურთელი „არსენალს“ 10 მატჩში ვერ დაეხმარება, ის ასევე გამოტოვებს ნორვეგიის ეროვნული გუნდის სამ შეხვედრას უეფა-ს ერთა ლიგაზე.