ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

ლონდონის „არსენალი“ ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ სამ გასვლით შეხვედრაში ხუთი ან მეტი გოლი გაიტანა.

ესპანელი სპეციალისტის, მიკელ არტეტას გაწვრთნილი „არსენალი“ იანვრის შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია. ლონდონელებმა ჩემპიონატში ექვსი თამაში მოიგეს და 18 ქულა დააგროვეს, ამ მომენტისთვის კი გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე არიან და ლიდერ „ლივერპულს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.

„არსენალმა“ „ვესტ ჰემსა“ და “შეფილდს“ სტუმრად 6:0 სძლია, ხოლო „ბარნლი“ 5:0 დაამარცხა. ჯამში, „მეთოფეებს“ პრემიერლიგაში 68 გოლი აქვთ გატანილი, ეს მაჩვენებელი კი საუკეთესოა 20 გუნდს შორის.

ბოლოს ლონდონელებმა ინგლისის უმაღლესი დივიზიონი 2003/2004 წლის სეზონში მოიგეს, მაშინ მათ არსენ ვენგერი წვრთნიდა.