„ლონდონ დეილი პოსტი“ - ზურა ტყემალაძე, ქართველი ჩოგბურთელი ნათელი მომავლით
ბრიტანულ გამოცემა „ლონდონ დეილი პოსტში“ ვრცელი პუბლიკაცია მიეძღვნა ქართველ ჩოგბურთელ ზურა ტყემალაძეს. გთავაზობთ მის ქართულ ვერსიას:
„ზურა ტყემალაძე ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც მსოფლიომ განსაკუთრებული მონაცემებით გაიცნო. მან ATP-ის რეიტინგში ყველაზე მაღალ ნიშნულს 2020 წლის იანვარში მიაღწია – 540-ე პოზიცია.
ზურა სპორტული ოჯახიდანაა. 20 წლის ახალგაზრდა საქართველოს რვაგზის ჩემპიონია. ვარჯიშობდა გერმანიაში ბურგარდ რიჩმანთან, დავით კვერნაძესთან და ნოდარ ითონიშვილთან.
ტყემალაძის პირველი დიდი ტურნირი 2020 წლის ATP-ის თასი იყო, სადაც ის თანამემამულე ალექსანდრე ბაკშისთან ერთად გამოვიდა ავსტრალიაში. ქართულმა წყვილმა ბენ მაკლაჰანისა და ტოშიდი მაცუის წყვილი დაამარცხა (6:2, 6:4). ამ მოგებით მათ 28,966 დოლარი დაიმსახურეს.
ზურა ტყემალაძე თბილისიდანაა. მისი ჰობია მუსიკა, კრივისა და ფეხბურთის რეპორტაჟების ყურება. ჩოგბურთელებიდან გულშემატკივრობს ბენუა პერისა და რაფაელ ნადალს.“