ლონდა თოლორაია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესია
ლონდა თოლორაია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს პირველად წარუდგენს. მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობს.

ლონდა თოლორაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს გასული წლის განმავლობაში, სამსახურში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეები და რეფორმები გააცნო.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესია. პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე კონტროლისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე მონიტორინგის პარალელურად, 2019 წელს სამსახურს დაემატა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რამაც ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კიდევ უფრო გაზარდა. ორი ფუნდამენტური მიმართულების – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების – ერთი უწყების ქვეშ გაერთიანება რთული ამოცანა აღმოჩნდა, თუმცა მთელი გუნდის ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში მუშაობით, 2019 წლის პირველ ნოემბერს ავამოქმედეთ საგამოძიებო მიმართულება და პარალელურად არ შეგვიფერხებია ზედამხედველობა პერსონალური მონაცემების დაცვასა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების კანონიერებაზე“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.