„ლომები“ აფრიკული ტურნეს ფარგლებში პირველად დამარცხდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

17:39, 15.07.2021

„ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები“ „შარქსთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სამხრეთ აფრიკის „ა“ გუნდს  დაუპირისპირდნენ. სამხრეთ აფრიკელების 23-კაციან განაცხადში 16 მსოფლიო ჩემპიონი იყო. გუნდს ლუჰანიო ამი კაპიტნობდა და აღსანიშნავია 37 წლის მორნე შტეინის დაბრუნებაც. რაც შეეხება „ლომების“ შემადგენლობას, გეტლანდმა „შარქსთან“ 71:31 გამარჯვების შემდეგ ძირითად თხუთმეტეულში მხოლოდ იტოჟე, ჰარისი, ლიამ უილიამსი და ენტონი უოტსონი დატოვა.

მატჩი სამხრეთ აფრიკამ 17:13 მოიგო, „ლომები“ კი აფრიკული ტურნეს ფარგლებში პირველად დამარცხდნენ.

https://www.youtube.com/watch?v=LtNxQ8cfrQQ&ab_channel=FullforceRugby

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჩესლინ კოლბე დასახელდა, რომელმაც 80 წუთი ითამაშა, 1 გადაცემა, 7 ბოჭვა, 50 მოპოვებული მეტრი მიითვალა.

მსგავსი