ლომბარდიის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 541 ადამიანი დაიღუპა
ლომბარდიის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 541 ადამიანი დაიღუპა

ბოლო 24 საათში, იტალიის რეგიონ ლომბარდიაში „კოვიდ-19“-ით 541 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გავრცელებიდან დღემდე ახალ კორონავირუსს რეგიონში 5402 ადამიანი ემსხვერპლა.

ლომბარდიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2409-ით გაიზარდა. სულ ლომბარდიაში ახალი კორონავირუსის 37 298 შემთხვევაა დადასტურებული.