ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი - მივესალმები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობები უფრო მჭიდრო და ახლობელი ხდება
ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი - მივესალმები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობები უფრო მჭიდრო და ახლობელი ხდება

საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და ახლობელი ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, არამედ გარემოს დაცვის, ტურიზმის სფეროშიც, ნებისმიერი კუთხით, – ამის შესახებ ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა, მარკო ალპარონემ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი სკოლაა, სადაც იტალიური ენა ისწავლება, ასევე ბევრი სკოლაა იტალიაში, სადაც ქართული ისწავლება.

„მივესალმები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მინდა, ნაყოფიერი მუშაობა ვუსურვო საქართველოს გენერალურ საკონსულოს. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ურთიერთობები იყოს მჭიდრო და როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრძანეს, აღვნიშნეთ საქართველოს და იტალიის მეგობრობის მნიშვნელოვანი მომენტი. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და ახლობელი ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, არამედ გარემოს დაცვის, ტურიზმის სფეროშიც, ნებისმიერი კუთხით, სადაც ძალიან აქტიური გვაქვს თანამშრომლობა. მინდა, ხაზი გავუსვა კულტურას. ძალიან ბევრი სკოლაა საქართველოში, სადაც იტალიური ენა ისწავლება. ჩვენთანაც ბევრი სკოლაა, სადაც ქართული ისწავლება. მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ჩვენი ქვეყნების ახალგაზრდობა კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს, ერთმანეთის ენაზე ისაუბრონ და ჩვენს ერებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. გაძლიერდება საქართველოსთან ინტეგრაცია, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მარკო ალპარონემ.