თბილისის „ლოკომოტივის” სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” არასტაბილური სტარტის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა.
ამიერიდან ლოკომოტივს ლაშა ჭაღიაშვილის ნაცვლად ლევან კორღალიძე გაწვრთნის. ახალგაზრდა სპეციალისტი „ლოკომოტივში” 2018 წლის ზაფხულიდან მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში კორღალიძე ლაშა ჭაღიაშვილის ასისტენტი და პარალელურად ლოკომოტივის 15-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.
ლოკომოტივი 12 აპრილს ბოლნისის „სიონის” წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადება და კლუბში ლევან კორღალიძის სამწვრთნელო დებიუტი შედგება.