თბილისის „ლოკომოტივმა“ საგურამოს ბაზაზე გამართულ ამხანაგურ მატჩში ბოლნისის „სიონი“ 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. 21-ე წუთზე, დავით ჯიქიას გადაცემით ანგარიში „ლოკომოტივის“ კაპიტანმა დავით უბილავამ გახსნა. საბოლოო ანგარიში, 33-ე წუთზე ჯიქიამ დააფიქსირა. საგოლე გადაცემა დავით სამურკასოვის ანგარიშზეა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისელებს ბომბარდირი მამია გავაშელიშვილი დაუბრუნდა – 23 წლის ფორვარდმა, „სიონთან“ 20 წუთი ითამაშა.