„ლოკომოტივმა“ „სამტრედია“ დაამარცხა
„ლოკომოტივმა“ „სამტრედია“ დაამარცხა

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა ეროვნული ლიგის გუნდებმა გამოიყენეს და საკონტროლო შეხვედრა გამართეს – საგურამოს ბაზაზე თბილისის „ლოკომოტივი“ „სამტრედიას“ შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ლოკომოტივმა“ ამხანაგური მატჩი უკეთ ჩაატარა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მეტოქეს 3:1 სძლია. საინტერესოა, რომ ანგარიში ირაკლი ჭიაბრიშვილმა გახსნა – მთავარი მწვრთნელის ვაჟმა, რომელსაც საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. მეორედ მეტოქის კარი მაროკოელმა ლეგიონერმა იმრან ულად ომარმა აიღო, ხოლო მესამე გოლი შეტევაში ჩართულმა გიორგი ქველაძემ გაიტანა. „სამტრედიიდან“ ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანით ლაშა თოთაძის ანგარიშზეა.

ლოკომოტივი: შეროზია, გურეშიძე, სანდოხაძე, ქველაძე, მჭედლიშვილი, შონია, ჭიაბრიშვილი, დ.კირკიტაძე, იმრანი, შეყილაძე, გავაშელიშვილი.

სამტრედია: სეფიაშვილი, რუხაია, კაბუ, თოთაძე, კილასონია, ინკუმი, პავიშიჩი, კერძევაძე, ახალაძე, იმნაძე, ნათან ჯუნიორი.

დატოვე კომენტარი