„ლოკომოტივმა“ პირველი ტესტ-მატჩი 8:0 მოიგო
„ლოკომოტივმა“ პირველი ტესტ-მატჩი 8:0 მოიგო

თბილისის „ლოკომოტივმა“ 2021 წელს პირველი ტესტ-მატჩი ჩაატარა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებული საგარეჯოს „გარეჯი“ გახლდათ.

გია ჭიაბრიშვილის გუნდი, თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში დიდ უპირატესობას ფლობდა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

პირველი ტაიმის შემდეგ, მეტოქეს 5-ბურთიანი სხვაობით უგებდნენ. მეორე ტაიმში „ლოკომოტივი“ უპირატესობას ისევ ფლობდა, მაგრამ მეტოქე დაზოგა, მხოლოდ სამჯერ გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ მაინც უჩვეულო ანგარიშით მოიგო – 8:0.