„ლოკომოტივმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჭიაბრიშვილმა 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
„ლოკომოტივმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჭიაბრიშვილმა 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

თბილისის „ლოკომოტივში“ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი იქნება.

გიორგი ჭიაბრიშვილი გუნდს 7 ივნისიდან ჩაიბარებს. მხარეებმა 3.5 წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს – ინფორმაციას „ლოკომოტივის“ პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. 7 ივლისს კი, ახალგაზრდა სპეციალისტი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს და 9 ივლისს, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში გუნდს მოედანზე გაუძღვება“, – წერია განცხადებაში.

„ლოკომოტივის“ გვერდზე გამოქვეყნებული წერილიდან ჩანს, რომ ახალ მთავარ მწვრთნელზე გუნდში დიდ იმედს ამყარებენ: „გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსთან“ ერთად, მან ეროვნული ლიგა და საქართველოს თასი მოიგო. ახლა კი, ახალგაზრდა სპეციალისტი წარმატების მიღწევას უკვე „ლოკომოტივთან“ ერთად შეეცდება. ბევრ წარმატებას და ახალ ტიტულებს ვუსურვებთ გიას „ლოკომოტივთან“ ერთად“, – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.