„ლოკომოტივი“ მზადებას საგურამოში, საკუთარ ბაზაზე აგრძელებს. ეროვნული ლიგის განახლებამდე ლევან კორღალიძის გუნდმა ამხანაგური მატჩი ებრაულ გუნდთან გამართა.
„ლოკომოტივი“ ტესტ-მატჩში ისრაელის პირველი დივიზიონის ბინადარს, ბნეი ლოდის „აპოელს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. დუბლი თემურ შონიამ შეასრულა, ერთი გოლიც შოთა შეყილაძის ანგარიშზეა.
აქვე ვიტყვით, რომ მთავარი მწვრთნელის განკარგულებაშია გუნდის ორი ახალწვეულია,- ბიძინა მახარობლიძე და დავით კირკიტაძე. ტრავმის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესს გადის რეზი ინჯგია. რეაბილიტირებული თორნიკე კირკიტაძე და ლუკა კიკაბიძე კი, გუნდთან ერთად უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობენ.