თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდმა ესპანეთში ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურნირი (MIC 2019) დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.
პირველ მატჩში თბილისური გუნდის მეტოქე კატალონიური „ბანიოლესი“ იყო. „ლოკომოტივმა“ მეტოქე გაანადგურა – 5:0. თბილისელებიდან თავი გამოიჩინეს ინჯგიამ, ლომთაძემ, დავითაშვილმა, ქველაძემ და ️ კონიაშვილმა.
საინტერესოა, რომ ტურნირის ისტორიაში პირველად გამოიყენებენ ვიდეორეფერს, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ახალი გამოცდილებაა.
ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ შეხვედრას „ლოკომოტივი“ კატალონიურ „ბ1 სოქერ აკადემიასთან“ და ინგლისურ „ელიტ უნიონ აკადემიასთან“ ჩაატარებს.