„ლოკომოტივმა“ ესპანურ შეკრებაზე ამხანაგურები დაგეგმა
„ლოკომოტივმა“ ესპანურ შეკრებაზე ამხანაგურები დაგეგმა

თბილისის „ლოკომოტივი“ ესპანეთში მოემზადება. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი ცხრიდან 23 თებერვლის ჩათვლით საკურორტო ქალაქ ალბირში მოემზადება და ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

„ლოკომოტივი“ შეკრებაზე 9 თებერვალს, 24 ფეხბურთელით გაემგზავრება და სასტუმრო „ალბირ გარდენ რეზორტში“ (Albir Garden Resort) დაბინავდება. ალბირი თბილისური კლუბისთის ნაცნობი ადგილია, სადაც უკანასკნელ ხუთ წელიწადში მესამედ მიემგზავრება.

თბილისური კლუბი პირველ ამხანაგურ მატჩს 13 თებერვალს, ესპანური სეგუნდა ბ-ს ბინადარ „ალკოიანოსთან“ გამართავს. 16 თებერვალს „ლოკომოტივის“ მეტოქე ჩინეთის მეორე ლიგის გუნდი „ჩენჯუ სიტი“ იქნება. მომდევნო მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ადგილოსანიუფაა“ – მატჩი 19 თებერვალს გაიმართება. ბოლო ამხანაგურ მატჩში თბილისელები უზბეკეთის 23 წლამდელთა ოლიმპიურ ნაკრებს 21 თებერვალს დაუპირისპირდებიან.

ესპანური შეკრებისთვის, მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია –

მეკარეები – ლუკა შეროზია, დემეტრე ბულისკერია, რევაზ ლომიძე

მცველები – დავით უბილავა, ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე, ალექსანდრე გურეშიზე, თორნიკე ძებნიაური, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ბექა ბუიღლიშვილი, ლუკა ჯაფარიძე

ნახევარმცველები – დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, ირაკლი კომახიძე, ლაშა გვალია, თორნიკე კირკიტაძე, რატი არდაზიშვილი, ოთარ კობახიძე, ლუკა კიკაბიძე, რევაზ ინჯგია

თავდამსხმელები – ირაკლი სიხარულიძე, დავით ჯიქია, ლაშა ოზბეთელაშვილი, შოთა შეყილაძე