თბილისის „ლოკომოტივმა“ გორის „დილა“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და დღევანდელ მეტოქესთან ჩამორჩენა მინიმალურამდე შეამცირა.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული ამ შეხვედრის პირველი ტაიმი უფერული იყო, თუმცა ერთადერთი გოლი სწორედ შესვენებამდე გავიდა – 41-ე წუთზე დავით სამურკასოვმა გორელთა კარში ეფექტური გოლი გაიტანა.
მეორე ნახევარში მეტოქეები გააქტიურდნენ და არაერთი რეალური საგოლე შეტევა განახორციელეს. თუმცა, ვერც ერთით ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა – 1:0.
მოპოვებული სამი ქულით თბილისელებმა სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ვერ გაიუმჯობესეს და კვლავ მერვე ადგილზე (15 ქულა) არიან, მაგრამ აუტსაიდერთა ზონასთან უპირატესობა გაზარეს და მეშვიდეადგილოსან გორის „დილასთან“ (17 ქულა) სხვაობა მინიმალურამდე შეამცირეს.