„ლოკომოტივის“ ზედიზედ მეორე – სამურკასოვმა ისევ გაიტანა

21:12, 19.05.2019

თბილისის „ლოკომოტივმა“ გორის „დილა“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და დღევანდელ მეტოქესთან ჩამორჩენა მინიმალურამდე შეამცირა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული ამ შეხვედრის პირველი ტაიმი უფერული იყო, თუმცა ერთადერთი გოლი სწორედ შესვენებამდე გავიდა – 41-ე წუთზე დავით სამურკასოვმა გორელთა კარში ეფექტური გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში მეტოქეები გააქტიურდნენ და არაერთი რეალური საგოლე შეტევა განახორციელეს. თუმცა, ვერც ერთით ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა – 1:0.

მოპოვებული სამი ქულით თბილისელებმა სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ვერ გაიუმჯობესეს და კვლავ მერვე ადგილზე (15 ქულა) არიან, მაგრამ აუტსაიდერთა ზონასთან უპირატესობა გაზარეს და მეშვიდეადგილოსან გორის „დილასთან“ (17 ქულა) სხვაობა მინიმალურამდე შეამცირეს.

მსგავსი