„ლოკომოტივის“ მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი - ბევრად ძლიერ გუნდს დამსახურებულად მოვუგეთ
„ლოკომოტივის“ მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი - ბევრად ძლიერ გუნდს დამსახურებულად მოვუგეთ

თბილისის „ლოკომოტივმაევროპალიგის პირველ ეტაპზე დამაჯერებელი თამაშით დაამარცხა რუმინული „უნივერსიტატია“ – 2:1. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე მწვრთნელები სხვადასხვა განწყობაზე იყვნენ.

სენსაცია „ლოკომოტივისგან“ – ჭიაბრიშვილის გუნდი შემდეგ ეტაპზეა

კრისტიანო ბერგოდი (კრაიოვას „უნივერსიტატეას“ მთავარი მწვრთნელი):

„მთელი გუნდი იმედგაცრუებულია. ორო გოლი კონტრშეტევების შედეგად მივიღეთ. ვიმედოვნებდით, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდოდით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. პირველ ნახევარში ჩვენ ვდომინირებდით, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში ვერ ვიღებდით სწორ გადაწყვეტილებებს. ვულოცავ „ლოკომოტივს“ მომდევნო ეტაპზე გასვლას. ამ თამაშით მან ეს დაიმსახურა“.

გიორგი ჭიაბრიშვილი („ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი):

„მადლობა გულშემატკივრებსა და მედიას გვერდში დგომისთვის, რასაც სულ ვგრძნობდით. დღეს ბევრად ძლიერ გუნდს მოვუგეთ და ვფიქრობ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. გაგვიმართლა, რომ პირველივე წუთებზე მეტოქის მიერ დაწყებული წნეხი კარგად გადავლახეთ და შემდეგ უკვე თამაშიც წაგვივიდა. ბევრი გვაქვს სამუშაო და დასახვეწი.“