სენსაცია „ლოკომოტივისგან“ - ჭიაბრიშვილის გუნდი შემდეგ ეტაპზეა
სენსაცია „ლოკომოტივისგან“ - ჭიაბრიშვილის გუნდი შემდეგ ეტაპზეა

ევროსეზონი ქართული გუნდებიდან ყველაზე ღირსეულად თბილისის „ლოკომოტივმა“ დაიწყო – გიორგი ჭაბრიშვილის გუნდმა ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ვიცე-ჩემპიონ კრაიოვას „უნივერსიტატეას“ უმასპინძლა და დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა კრაიოვას „უნივერსიტატეას“ შეტევები კარგად მოიგერიეს, მერე კი უპირატესობა მოიპოვეს. მაგრამ პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა 0:0.

თბილისელებმა მეორე ტაიმი მშვენივრად დაიწეს – ორი გოლიც გაიტანეს. 57-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა ირაკლი სიხარულიძემ დააგვირგვინა, ხოლო 61-ე წუთზე „ლოკომოტივის“ მაროკოელმა ლეგიონერმა ულად ომარმა რუნიმელთა კარი მეორედ აიღო 2:0.

რუმინელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და ვითარების გამოსწორება სცადეს, 90+4-ე წუთზე შტეფან ბაიარამის გოლით სხვაობა შეამცირეს. ეს იყო და ეს, თბილისელებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს, 2:1 მოიგეს, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეც გავიდნენ და საქართველოს უეფას რეიტინგში ქულები მოუტანეს.

ლოკომოტივი-უნივერსეტატეა 2:1

გოლები: 1:0 სიხარულიძე (57), 2:0 იმრანი (60), 2:1 ბაიარამა (90+4)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 77), გურეშიძე, უბილავა, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, იმრანი (ძებნიაური 70), სიხარულიძე

უნივერსიტატეა: პიგლაცელი, ბანჩუ, კონსტანტინი, აცკა, ვატაჯელუ, ციცალდაუ, მატეუ (სკრეციუ 67), ნისტორი (ბაიარამი 77), ივნი, კოლჯიჩი, ბარბუტი (მიხაილა 61)