„ლოკომოტივი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა - „ჩიხურა“ ლიდერებს დაეწია
„ლოკომოტივი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა - „ჩიხურა“ ლიდერებს დაეწია

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრა თბილისის მიხეილ მესხის სტადიონზე გამართული შეხვედრით გაიხსნა – საჩხერის „ჩიხურამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ორივე გუნდს ანგარიშის გახსნის არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, რაც თბილისელთა კურიოზულ შეცდომას მოჰყვა – 51-ე წუთზე, „ლოკომოტივის“ კაპიტანმა დავით უბილავამ ბურთი მეკარე დემეტრე ბულისკერიას ცუდად დაუგორა, გადაცემა კი „ჩიხურას“ თავდამსხმელმა ბიძინა მახარობლიძემ ჩაჭრა, თბილისელთა კარი აიღო და საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა – საჩხერელებმა 1:0 მოიგეს.

7 ტურის შემდეგ, „ჩიხურამ“ 10 ქულა დააგროვა და თბილისის და ბათუმის „დინამოელებთან“ და ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად მეორე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს. „ლოკომოტივმა“ კი ზედიზედ მეოთხედ წააგო და 6 ქულით მე-8 ადგილზეა.