„ლოკომოტივი“ „რეალ ლინენსესთან“ დამარცხდა
„ლოკომოტივი“ „რეალ ლინენსესთან“ დამარცხდა

თბილისის „ლოკომოტივმა“ ესპანურ შეკრებაზე მეოთხე ტესტ-მატჩი გამართა – გია ჭიაბრიშვილის გუნდი ესპანურ „რეალ ლინენსეს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით წააგო.

აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა გეგმები შეცვალეს და სპარინგ-მატჩი „მალაგას“ ნაცვლად ესპანეთის რანგით მესამე ლიგის (სეგუნდა B დივიზიონი) გუნდთან გამართეს. „ლოკომოტივი“ შერეული შემადგენლობით იყო, ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

ესპანელებმა ანგარიში ლუის ალკალდეს გოლით გახსნეს, შემდეგ კი თბილისელთა კარი აიღეს პედრო ლორენმა, ნაჩო ჰუერტასმა და ივან მარტინმა. „ლოკომოტივიდან“ პრესტიჟის გოლი გიორგი იაკობიძის ანგარიშზეა, ესპანელებმა კი 4:1 გაიმარჯვეს.

რეალ ლინენსე – ლოკომოტივი 4:1

გოლები: 1:0 ალკალდე (10), 2:0 ლორენი (40), 3:0 ჰუერტასი (60), 4:0 მარტინი (62), 4:1 იაკობიძე (81)

ლოკომოტივი: თევდორაძე, ბუიღლიშვილი, კაშია, გაბაძე, უბილავა (C), ანდრონიკაშვილი, მუკბანიანი, ზოსიაშვილი, კახაბრიშვილი, გავაშელიშვილი, სიხარულიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კოპალიანი, გურეშიძე, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, სამურკასოვი, დარცმელია, იმრანი, კირკიტაძე, იაკობიძე.

19 თებერვალს, თბილისელები შეკრების ბოლო მატჩს, გიბრალტარის „ლინკოლნთან“ გამართავენ, თბილისში კი 20 თებერვალს დაბრუნდებიან და ჩემპიონატის განახლებამდე, 1 კვირა მზადებას დედაქალაქში გააგრძელებენ.

ფოტო: FC Locomotive Tbilisi