„ლოკომოტივი“ მზადებას იანვრიდან დაიწყებს - გუნდი ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა
„ლოკომოტივი“ მზადებას იანვრიდან დაიწყებს - გუნდი ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა

თბილისის „ლოკომოტივი“ წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს იანვრიდან დაიწყებს. მანამდე გუნდის ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება კლუბის პარტნიორ კლინიკაში, „ჩაფიძის გულის ცენტრში” გაიარეს.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის „ლოკომოტივი” ხუთ მოთამაშეს შეელია: ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წლის ბოლოს, კლუბი დატოვეს ირაკლი კომახიძემ, ლაშა გვალიამ, გიორგი გოროზიამ, დავით ჯიქიამ და ლუკა კიკაბიძემ.

„ლოკომოტივმა“ მათ მადლობას გადაუხადა ერთად გატარებული წლებისთვის და ახალ, 2020 წელს წარმატება უსურვა.