საბა კვირკველიამ, ჩემპიონთა ლიგაზე გერმანული „შალკეს“ წინააღმდეგ ითამაშა და ამჯერადაც დამარცხდა.
ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის პირველ ტურში, რუსეთის ჩემპიონი თურქეთში – „გალათასარაისთან“ 0:3 დამარცხდა, ამჯერად კი გერმანელებთან ვერაფერი გააწყო და კვლავ მარცხი – 0:1. გადამწყვეტი გოლი რუსებს ამერიკულ-უკრაინულმა დუეტმა გაუტანა – ევჰენი კონოპლიანკას გადაცემით „ლოკომოტივის“ კარი უესტონ მაკენიმ აიღო.
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 43–ე წუთზე კი ყვითელ ბარათი მიიღო. „ლოკომოტივი“ უქულოდ, ჯგუფში ბოლო ადდილზეა და მომდევნო შეხვედრაში 24 ოქტომბერს „პორტუს“ უმასპინძლებს.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში – „გალათასარაი“ პორტუგალაიში, სწორედ „ლოკომოტივის“ მომავალ მეტოქეს – „პორტუს“ ეთემაშა და 0:1 დამარცხდა.