„ლოკომოტივი“ გიორგი რეხვიაშვილმა დატოვა
„ლოკომოტივი“ გიორგი რეხვიაშვილმა დატოვა

საფეხბურთო კლუბ თბილისის “ლოკომოტივში” საკადრო ცვლილებები დაიწყო. ცნობილია, რომ გიორგი დევდარიანის ნაცვლად, ახალი სეზონიდან გუნდს ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის.

36 წლის მთავარი მწვრთნელი განახლებულ “ლოკომოტივთან” იმუშავებს. პირველ არხს კლუბიდან აცნობეს, რომ “საბურთალოში” გადასულ გეგა დიასამიძესთან ერთად, “ლოკომოტივი” გიორგი რეხვიაშვილმაც დატოვა.

29 წლის რეხვიაშვილი ეროვნული ლიგის განვლილ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალურ მცველი გახლდათ და საქართველოს ნაკრებშიც მიიწვიეს. პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ “ლოკომოტივის” მცველს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მესამეადგილოსანი “სამტრედია” და ლიგაში დაწინაურებული “რუსთავი” იწვევენ.