ლოკატელიმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
ლოკატელიმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„სასუოლოს“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ გადაწყვიტა გუნდის დატოვება და კარიერის „იუვენტუსში“ გაგრძელება. ფეხბურთელმა 2026 წლის ზაფხულამდე შეათანხმა კონტრაქტი. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

„იუვენტუსისთვის“ კონკურენციის გაწევას აპირებენ „დორტმუნდი“ და „არსენალი“, რომლებიც მზად არიან 35 მილიონი ევრო გადაიხადონ, მაგრამ „სასუოლო“ ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს. ტურინელები ამ ეტაპზე მუშაობენ იმაზე, რომ უახლოეს დროში დაასრულონ გარიგება.

გასულ სეზონში ლოკატელიმ სერია A-ში 34 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.