ლოიდ ოსტინი - მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალებს ავღანეთში აშშ-სა და ნატო-ს ძალისხმევისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის
ლოიდ ოსტინი - მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალებს ავღანეთში აშშ-სა და ნატო-ს ძალისხმევისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის ძალებს ავღანეთში აშშ-სა და ნატო-ს ძალისხმევისადმი  მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მისივე თქმით, საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ამ მისიაში.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს, საქართველოს თავდაცვის ძალებს, ქართველ ხალხს მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც იჩენენ აშშ-სა და ნატო-ს ძალისხმევისადმი ავღანეთში. პირადად, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანი, განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ. საქართველომ არაპროპორციული როლი შეასრულა ამ მისიაში. ქართული ჯარები მხარდამხარ მსახურობდნენ ამერიკელ სამხედროებთან და მეგობრებთან ერთად. აგებდნენ კავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რომელიც ცდება კულტურულ და ლინგვისტურ განსხვავებებს.

საქართველომ მართლაც რომ დიდი მსხვერპლი გაიღო – 32 დაღუპული, 293 დაჭრილი ავღანეთში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს მათ მსხვერპლს. ჩვენ ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ ქართველი ხალხისადმი, ყველა სამხედროს მიმართ, ვინც იმსახურა, მათი ოჯახების მიმართ. ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა ავღანეთში არის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი სტრატეგიულ იპარტნიორობის სიძლიერისა, ჩვენი საზიარო ინტერესებისა და ღირებულებებისა. კვლავ, დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო. მადლიერი ვარ თქვენი შესანიშნავი ლიდერობისთვის, პირადი ერთგულებისთვის ჩვენი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი და უფრო ფართოდ თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისადმი. უღრმესი მადლობა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.