ლოიდ ოსტინი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს ყირიმის ოკუპაცია, შავ ზღვასა და უკრაინის საზღვრებთან დესტაბილიზაციური ქმედებები
ლოიდ ოსტინი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს ყირიმის ოკუპაცია, შავ ზღვასა და უკრაინის საზღვრებთან დესტაბილიზაციური ქმედებები

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა უკრაინაში ვიზიტი დაასრულა და რუმინეთში გაემგზავრა.

ლოიდ ოსტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინიდან აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ყირიმის ოკუპაცია და დესტაბილიზაციური ქმედებები შავი ზღვის რეგიონში.

ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„გავიმეორებ იმას, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა ბატონ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ვაშინგტონში. უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს ყირიმის ოკუპაცია, დაასრულოს შავ ზღვასა და უკრაინის საზღვრებთან დესტაბილიზაციური ქმედებები“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინის განმარტებით, მან უკრაინის პრეზიდენტთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხიც განიხილა.