ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოსაყოფად 20-მა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა
ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოსაყოფად 20-მა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ 20-მა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოსაყოფად. ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პენტაგონის ხელმძღვანელის ცნობით, ქვეყნებს შორის, რომლებმაც უკრაინის დახმარების ახალი პაკეტები გამოაცხადეს, არიან იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია, პოლონეთი.

ლოიდ ოსტინის თქმით, დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და მათ გამშვებ დანადგარებს გადასცემს.

„აქ ყველას ესმის, თუ რა დევს ამ ომის სასწორზე“, – განაცხადა ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა ჩეხეთს უკრაინისთვის საბრძოლო ვერტმფრენების, ტანკებისა და სარაკეტო სისტემების გადაცემისთვის.