ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, დაიბრუნონ ქალაქი ხერსონი და სხვა ტერიტორიები მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მიღმა
ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, დაიბრუნონ ქალაქი ხერსონი და სხვა ტერიტორიები მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მიღმა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ საშუალება, დაიბრუნონ ქალაქი ხერსონი და სხვა ტერიტორიები მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მიღმა.

ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ეს განცხადება უკრაინელების მიერ ხერსონზე კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ოპტიმისტურია.

ბოლო დღეებში უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ შეტევას ხერსონის ოლქში, თუმცა წინსვლა შენელდა, რასაც უკრაინის გენშტაბში შემოდგომის დადგომით, გზების გაუარესებული მდგომარეობითა და მობილიზებული რუსი მოქალაქეების ფრონტზე ჩასვლით ხსნიან. როგორც „როიტერი“ იუწყება, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ რუსები ხერსონში ზოგიერთ ბლოკსაგუშაგოებს ტოვებენ და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობენ. ამასთან, როგორც მედია წერს, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ხერსონში მდებარე საოლქო ადმინისტრაციის შენობიდან რუსეთის დროშა გაქრა, თუმცა არაა გამორიცხული ეს რუსების მანევრი იყოს, რათა ცრუ წარმოდგენა შეუქმნას უკრაინელებს, რომ ქალაქში შესვლა უსაფრთხოა.