ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აშშ მხარდაჭერის გამოსახატად ისრაელის მახლობლად სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებს აგზავნის
შეერთებული შტატები, მხარდაჭერის გამოსახატად, ისრაელის მახლობლად სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებს აგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებაშია ნათქვამი.
ოსტინის თქმით, აშშ-მა ავიამზიდი, რამდენიმე სარაკეტო კრეისერი და გამანადგურებელი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაგზავნა.
ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ „ჰამასის“ ბოლო თავდასხმა, შესაძლოა, მოტივირებული იყოს ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზებით.