კარიერაში დაუმარცხებელი მოკრივე (50-0) ფლოიდ მეივეზერი რინგს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა. 44 წლის ვეტერანი დღეს, გამთენიისას იუთუბერ ლოგან პოლს დაუპირისპირდა.
წესების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ბრძოლა რვა რაუნდი გაგრძელდებოდა გამარჯვებულის ვინაობა გამოცხადებული არ იქნებოდა. დაშვებული იყო ნოკაუტები და ალბათ, ყველა სწორედ ფლოიდის ამ სახით გამარჯვებას ელოდა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ იუთუბერმა საკმაოდ დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა და საგამოფენო ბრძოლის დასრულება შეძლო.
ბრძოლის დასრულების შემდეგ მეივეზერმა განაცხადა – „პოლი იმაზე უკეთესი გამოდგა, ვიდრე მეგონა. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მე ასაკი მემატება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაღალ დონეზე ასპარეზობას მაინც ვახერხებ. იმედი მაქვს, გულშემატკივრებს კაი სანახაობა ვაჩვენეთ“.
ფლოიდ მეივეზერმა ლოგან პოლთან ბრძოლისთვის 115 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, პოლს კი 18 მილიონი ერგო.