ლოფტუს-ჩიკმა შესაძლოა ევროპა ლიგის ფინალი გამოტოვოს
ლოფტუს-ჩიკმა შესაძლოა ევროპა ლიგის ფინალი გამოტოვოს

ჩელსის ნახევარმცველმა რუბენ ლოფტუს-ჩიკმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ამხანაგურ მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო და შესაძლოა, ევროპა ლიგის ფინალი გამოტოვოს. 23 წლის ფეხბურთელი ნიუ ინგლენდ რევოლუშენის წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3-0 ჩელსის სასარგებლოდ) დაშავდა და მოედნიდან გასაყვანი გახდა.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ევცროპა ლიგის ფინალი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 29 მაისს გაიმართება. ერთმანეთს ორი ლონდონურინ კლუბი, არსენალი და ჩელსი შეხვდებიან.