ლობჟანიძის მორიგი გოლი - ფეხბურთელმა ჯარიმიდან გაიტანა [ვიდეო]

საბა ლობჟანიძემ დანიაში „რანდერსის“ ფორმით მორიგი გოლი გაიტანა – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კანდიდატმა სუპერლიგის მე-10 ტურში „ვედსისელთან“ მოგებაში (2:0) თავისი როლი ითამაშა.

რანდერსის“ ქართველმა შემტევმა 59-ე წუთზე ანგარიში ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა. მერე მისმა თანაგუნდელმა ბენჟამინ სტოკმა მეტოქის კარი მეორედ აიღო და „რანდერსმა“ 2:0 მოიგო.

საბა ლობჟანიძის გუნდის 10 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-6 ადგილზეა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კი 10 შეხვედრაში ანგარიშზე მესამე გოლი ჩაიწერა.